Friday, March 21, 2014

გაკვეთილი-პროექტი

მერვე კლასის მოსწავლეები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად. თვითეულ ჯგუფს დაევალათ ორი კვირის განმავლობაში ემუშავათ და მოეძიათ იფორმაცია მათთვის არჩეულ ერთ რომელიმე კომპოზიტორის, მუსიკოსის შესახებ. ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს დავალებები, ზოგს დაევალა ინფორმაციის მოძიება, ზოგს ფოტო და აუდიო მასალა და კომპიუტერთან მუშაობა. ორი კვირის მუშაობის შემდეგ ბავშვებმა წარადგინეს ნამუშევრები და მოაწყვეს პრეზენტაცია

Saturday, December 1, 2012


                               პროექტი

თემა: კულტურული ძეგლები
მიზანი: ქართული კულტურული ძეგლების გაცნობა
რესურსი: კომპიუტერი, ტრანსპორტი, ფოტო აპარატი, თაბახის ფურცლები.
დრო: 1 თვე
ვარძია
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის მიზანს. ჯგუფებს დაევალებათ ცალ-ცალკე კონკრეტულ ძეგლებზე წასვლა და მოიძიონ ინფორმაცია მის შესახებ. ძეგლზე ყოფნისას ყველა ხერხით დააფიქსირებენ მის ფასადებს, ინტერიერს და გარემოს მის ირგვლივ. ერთ ჯგუფს დევალება  ინტერნეტით კომპიუტერში მოიძიონ ამ ძეგლების ფოტოები თუ ჩანახატი და ინფორმაცია. ერთი თვის მანძილზე ჯგუფები დამოუკიდებლად მუშაობენ თავიაანთ დავალებაზე და ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა ჯგუფს მოაქვს თავისი ნამუშევარი და აკეთებენ პრეზენტაციებს, რის შემდეგაც კომპიუტერის საშუალებით ბეჭდავენ შეგროვებულ ინფორმაციას თუ ფოტოებს და აკეთებენ წიგნს სატაურით „ქართული კულტურული ძეგლები“. პროექტის დასრულების შემდეგ ეწყობა ექსკურსია ვარძიაში.
სწავლების საფეხური და კლასი: მე-2 საფეხური, მე-9 კლასი.
პროექტის ხელმძღვანელი: თამილა ქისიშვილი.